1. პროექტის სახელი: ქარის სახეობა.
2.პროექტის მოკლე აღწერა: ქარის სახეობების აღწერა, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ ქარის სახეობებს: (სუსტი, ძლიერი, ქარიშხალი, გრიგალი, ქარბორბალა...) არკვევენ თუ როგორ იცვლის ქარი სახეს და სიჩქარეს. აღწერენ თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას. მიიღებენ მონაწილეობას ქარის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენაში. შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან უფროსებს, გაასუფთავებენ ქუჩებს, ყოველივე ამას აღბეჭდავენ ფოტოებზე ან ფოტოკამერით გადაიღებენ.აგრეთვე გადაუღებენ სურათს დაზიანებულ საგნებს, დამტვრეულ მინებს, თუ ძლიერია გადახდილ სახურავებს, დაგლეჯილ ხის ტოტებს( ან შეიძლება ხეებსაც).
აიღებენ ინტერვიუს მოსახლეობისაგან ქარის სიძლიერის შესახებ, ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას ქარის შესახებ.და შეადგენენ ფოტოალბომს.
4. მონაწილეთა ასაკი: 10 –12 წელი.
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 2010–2011 სასწავლო წელი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა. მოგროვილი მასალისა და ინფორმაციის ბლოგებზე განთავსება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია ფოტოალბომები, ინტერვიუების ჩანაწერები,მოგროვილი მასალები, შექმნილი ბლოგი.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი ეზიარონ ბუნების ამოუცნობ საიდუმლოებებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/ სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ბუნება, მათემატიკა, ისტორია. ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარ– ჩვევა. ისწავლიან პროექტის შედგენას ინფორმაციულ ტექნოლოგიების გამოყენებით.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფალსილიტატორი: მაკა გოგოლაძე
13.პროექტის ფალსილიტატორის ელ–ფოსტა: m.gogoladze2007@gmail.com
14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: mgogoladze.blogspot.com